გოჩა ძაგანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია საქართველოში. მან ხატვა 2 წლიდან დაიწყო, თუმცა სერიოზულ შემოქმედებებს 16 წლის ასაკიდან ქმნის, გრაფიკაში.
ამბობს რომ ოჯახში ხატვის ნიჭი არავის ჰქონდა, რადგან მისი ჩათვლით ყველა ცაცია იყო.
პირველად სკოლის პედაგოგმა შენიშნა მისი უცნაური მხატვრობა, რომელიც ერთდროულად ორივე ხელით ლომის დახატვას გულისხმობდა. „მარჯვენა ხელით დავიწყე ლომის თავი, მარცხენა ხელით კი კუდი და შემდეგ შევაერთე მუცელთან. ჩემ მასწავლებელს ეს იმ დროისთვის უცნაურად მოეჩვენა. მას შემდეგ სკოლაში ყველაფერს მე მახატინებდნენ“
განათლება სამხატვრო აკადემიაში 1994წ. მიიღო. დასრულების შემდეგ სანკტ პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ასპირანტურა დაასრულა.
მის შემოქმედებებს თითქმის ყველა ჟანრში ნახავთ. კუბიზმში არ ხატავს, თუმცა ამბობს, რომ თუ ვინმე სთხოვს, ან შეუკვეთავს შეუძლია ამ ჟანრშიც დახატოს. ასევე ქმნის ნატურმორტებს, კარიკატურებს, პორტრეტებს, კედლის მოხატვრობაზეც მუშაობს. მისი ჟანრი უფრო სიურეალიზმს და ანიმალიზმის მოიცავს.

გოჩა ძაგანაშვილი მის ნახატებს ძირითადად ტილოზე, აკრილის საღებავების გამოყენებით ასრულებს, ხოლო გრაფიკებს შავი ფერის ფანქრებით ხატავს ქაღალდზე.
სახელოსნო არ აქვს, ხატავს ზოოპარკში და სახლში. გაგეცინებათ და განსაკუთრებით ძალიან უყვარს სამზარეულოში და ეზოში ხატვა, როცა ცუდი ამნდია ან უკეთეს შემთხვევაში წვიმს.
რუსეთში, ერთ-ერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და პირველ ადგილზე გავიდა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის ფაქტი იყო, რომ აჯობა იმ მხატვარს, რომლის ნამუშევრებზეც გაიზარდა და შეიძლება ითქვას ხატვა ისწავლა. მალე ლუქსემბურგში მიემგზავრება, სადაც კონკურსისთვის ნახატი გაგზავნა და ათასი კონკურსანტიდან 10კაცში მოხვდა. „პირველი ადგილის მფლობელს 25 000 ევროთი აჯილდოვებენ, წაგებულ კონკურსანტებს კი 5 000ევროს გადასცემენ. წასვლა ყველა შემთხვევაში ღირს.“
მასთან ყოფნისას რამდენიმე ნახატი შევათვალიერეთ და უმრავლესობაში ქალის სახე და სხეული ჭარბობდა. დავინტერესდით ამ ქალის ვინაობით, რაზეც მან სიამოვნებით გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ის მშვენიერი ქმნილება მისი მუზა, მეუღლე და კოლეგაა. მოტივატორადაც მას ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ მოტივაციას ასევე სხვა მხატვრების გამოფენაზე წასვლა და მათი ნამუშევრების დათვალიერება აძლევს.
ანიმალისტმა ჩვენთან იმ ფაქტის შესახებ ისაუბრა, როდესაც მის მიერ შესრულებული ნახატები არ დაიჯერეს:
„ერთი შემთხვევა მახსენდება, მაშინ 11-12 წლის ვიყავი. შევქმენი ნახატი, რომელსაც ერქვა „გზა“. ნახატი იწყებოდა ფარნავაზ მეფით, გრძელდებოდა საქართველოს მეფეებით და გადადიოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში. ეს არის ერთიანი გრძელი ნახატი. მაშინ ფილარმონიაში საბავშვო გამოფენაზე ნამუშევარი არ მიიღეს, მიზეზად დამისახელეს, რომ ის არ შეესაბამებოდა ბავშვის ხელით დახატულს და მნახველიც არ დაიჯერებდა, რომ ნამდვილად მოზარდის ნახატია. ჩემი მშობლები ჩუმი, მშრომელი ხალხია არ დაუწყიათ კამათი და მტკიცება, რომ ნახატი ნამდვილად ჩემი იყო. შესაბამისად ნახატი უკან გამოგვატანეს.
მეორედაც მქონდა მსგავსი შემთხვევა. უკვე მოზრდილ ასაკში ოდესაში გამოფენაზე ნახატი არ მიიღეს, რადგან არ დაიჯერეს, რომ ნამუშევარი ხელით იყო შესრულებული და არა ფოტოსურათზე საღებავით გადახატული. დღეს სათანადო ტექნიკით ხომ ძალიან იოლია იმის გარკვევა, ნამუშევარი ნახატია თუ ფოტოსურათი „
თვლის რომ სხვა მხატვრებისგან განსხვავებული სპეციფიკა და ხელწერა აქვს და მის ნახატებში ხშირ შემთხვევაში გიპერრეალიზმიც იკვეთება.
გოჩა ძაგანაშვილს პერსონალური გამოფენაც ჰქონია, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: თელავივში, გერმანიაში, ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, თურქეთში და უკრაინის რამდენიმე ქალაქში. უახლოეს მომავალში სამშობლოშიც გეგმავს.
ის ასევე მოგვიყვა იმის შესახებ თუ როგორ მიითვისეს მისი ნახატი და დაარღვიეს საავტორო უფლებები:
„რამდენიმე ხნის წინ, შემთხვევით გავიგე, რომ ჩემ მიერ სიურეალისტურ ჟანრში შექმნილი ნახატი წარუდგენიათ კონკურსში, სადაც სიგელი აუღიათ. ამის დამადასტურებელი ფოტოც ვნახე ინტერნეტში. ჯერჯერობით დეტალები ზუსტად არ ვიცი, თუმცა აუცილებლად ვაპირებ მომხდარი ფაქტის გავასაჩივრებას“.
მხატვარს ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ანბანი, რომელზეც ერთი-ორი სიტყვით გაგვესაუბრა:
„არსებობს წიგნები, რომლებშიც ფურცლებზე ანბანის ასოების გვერდით ცხოველებია დახატული, მე კიდევ ვიფიქრე რატომ უნდა იყოს გვერდით ცხოველები, როდესაც შეიძლება თვითონ ამ ცხოველისგან ასოების შექმნა, იდეაც აქედან წამოვიდა, რომ შემექმნა ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი ანბანი. ამჯერად მაქვს დაბეჭდილი ქართული, რუსული და ინგლისური ენის ანბანი.
უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე არ უფიქრია, თუმცა უამრავი შემოთავაზება ჰქონია გერმანიასა და თურქეთიდან, ასევე ჰოლანდიის ზოოპარკის უფროსისგან, თუმცაიმ დროს უარი თქვა, იფიქრა ჯერ ენას ისწავლიდა და შემდეგ წავიდოდა. ნანობს და თვლის, რომ შეცდომა დაუშვა. სურს, რომ კიდევ მიეცეს მსგავსი შანსი, რომელსაც ალბათ დაუფიქრებლად დათანხმდება და წავა, რადგან თვლის, რომ ნახატებს უცხოეთში ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე საქართველოში, ასევე დაფასების მხრივაც.
ყველაზე დიდი შემოთავაზება 4 000დოლარი იყო და მაშინ ის ნახატი არ გაყიდა. ჩათვალა, რომ შემოთავაზებული თანხა საკმარისი არიყო, თან იცოდა, რომ გული დასწყდებოდა, რადგან ის ნამუშევარი ყველაზე მეტად უყვარს, რომელიც ერთ-ერთი პირველი ნახატთაგანია. ეს საქათველოში, უცხოეთში ასეთ ნამუშევრებში ბევრად მეტს იხდიან.
მისთვის ხატვა ყველაფერია. იხსენებს ერთ-ერთ ნახატზე მუშაობის დროს: „მახსოვს ერთ-ერთ ნახატზე მუშაობისას, რომელიც დასრულებული არ მქონდა დროებით სახლიდან გასვლა მომიწია და გზაში უცებ ისე ძლიერად მომინდა ნახატი გამეგრძელებინა, შინისაკენ არანორმალური სისწრაფით წამოვედი, ფაქტობრივად მოვრბოდი. მოხდა ისე,რომ ტაქსმაც არ გამიჩერა და დიდი მანძილიდან სახლამდე სირბილით მოვვარდი. შემდეგ გავაანალიზე, რომ გული ამოვარდნამდე მიცემდა, მაგრამ ზუსტად ამ მდგომარეობაში ხატვა გავაგძელე და ნახი ბოლომდე მივიყვანე, რამაც უდიდესი შვება მომგვარა.
გოჩა ძაგანაშვილისთვის ხატვა ძირთადი შემოსავლის წყაროა, რასაც შეგვიძლია პირადი ბიზნესი ვუწოდოთ, თუმცა ის ახალ თაობას ურჩევს, რომ აკეთონ ეს საქმე და არ იყვნენ საფასურზე დამოკიდებულნი. „ვიცი საქართველოში, საარსებო მინიმუმიც კი ძნელი საშოვარია და ეს ზოგიერთისთვის ძირითადი ან თუნდაც ერთადერთი შემოსავლის წყარია, თუმცა მაინც ნუ იქნებიან ეკონომიურ მდგომარეობაზე დამოკიდებუილნი, ხატონ სიყვარულით და აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ. ეს კი ყველანაირ ფასსზე მეტია.“