ტაქსის მძღოლები აქციას რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე მართავენ. რუსთაველის გამზირზე მოხდა შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირებას ტაქსის მძღოლების მხრიდან გზის გადაკეტვის ინიციატივა მოჰყვა, რისი საშუალებაც არ მიცეს სამართალდამცავებმა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რომ რეგულაციები 2025 წლამდე იყოს გადავადებული.
ტაქსის მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს  “ლეიბორისტული პარტიის” დავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
_ “ჩვენი თავისუფლება და კეთილდღეობა ჩვენ ხელშია. სახლში ნუ ვზივართ და ტელევიზორიდან ნუ ვუყურებთ. გავზარდოთ ტაქსისტების ეს აქცია საყოველთაო საპროტესტო აქციაში. ორ კვირაში დავამთავრებთ ამ ბანდიტ ივანიშვილს. მას უკან მივაყოლებთ კალაძეს და მთელს უმრავლესობას, ამოისუნთქებთ ქვეყანას”, _  განაცხადა შალვა ნათელაშვილმა