აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე არსებული საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა შენობის ნახევარი აუშენებელი დარჩა. საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა შენობის შიდა და გარე ფასადის აღდგენა. საექსპოზიციო დარბაზში განთავსდა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ფოტო მასალა. ექსპოზიციის კონცეფცია, დიზაინი და ინსტალაცია, ასევე საინფორმაციო ტექსტები მომზადდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით; გამგეობის მიერ განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი გახსნა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა“ ფარგლებში დაგეგმილ არაერთ კულტურულ ღონისძიებას დაესწრო. მათ შორის, რამაზ ხვედელიძის პერსონალურ გამოფენას, ახალგაზრდა მხატვართა გამოფენას, პაოლო იაშვილის სახლ–მუზეუმზე მემორიალური დაფის გახსნას და ასევე, არგვეთი–შალაურის საავტომობილო გზის საზეიმოდ გახსნის ცერემონიას. მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მალხაზ ბაზაძესთან ერთად, მუხრან მაჭავარიანის ბიუსტი ყვავილებით შეამკო; დაესწრო ასევე, პერფომანსს სპექტაკლიდან ,,ფერადი ბუშტები“ (საჩხერის თეატრი ,,პაოლო“). მინისტრი დასათვალიერებლად მუნიციპალურ ეთნო კუთხეებსაც ეწვია.
სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა“ ფარგლებში შედგა.