
,,SPLIT“ -ი გადაღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
,ჟანრი_ თრილერი, დრამა, ქრონომეტრაჟი_ 1
საათი და 56 წუთია.
ფილმი მოგვითხრობს, მამაკაცზე, რომელსაც აქვს უიშვიათესი დაავადება_
იდენტობის დისოციაციური აშლილობა, რომლის სხეულშიც ცხოვრობს 23
პიროვნება.
ფილმის მთავარი გმირი-დენისი იტაცებს სამ გოგონას,რომლებიც
შეშფოთებულნი არიან მისი მოტივით, რადგან გოგონები ხდებიან მოწმენი
ერთდროულად სხვადსხვა ადამიანის არსებობისა, თუმცა ისიც იციან, რომ ყველა
მათგანი არის ძალიან საშიში და სურთ ამ არაპროგნოზირებადი ადამიანისგან
გაქცევა.
ფილმის სცენარისტიც და რეჟისორიც არის ნაით შიამალანი.ფილმი დაწერილია
დენიელ კიზის ნაწარმოების -,,ბილი მილიგანის მრავალი გონება’’
მიხედვით.გარდა იმისა,რომ ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული,რეჟისორი
კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. სიუჯეტი საკმაოდ კარგადაა დალაგებული,
განვითარების პროპორციულად ინტერესიც ღვივდება,მოვლენები ისე
ვითარდება,რომ შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო რა იქნება მთავარი გმირის
შემდეგი ნაბიჯი. მიუხედვად იმისა, რომ ფილმი ,,თრილერია’’ არ არის
გამოყენებული ზედმეტი სპეცეფექტები. თითეული კადრი იმდენად რეალური
და დამძაბველია მაყურებლისთვის , რომ ერთდროულად უამრავი ემოცია
იღვიძებს მათში: მოლოდინი, გაოცება, ინტერესი, აღფრთოვანება, შიში და ა.შ.
იდენტობის აღრევის ფაქტი თავდაპირველად არ ჩანს ფილმში, თუმცა მას
შემდეგ, რაც ბარი მიდის თავის ფსიქოლოგ ფლეტჩერთან, მაყურებლისთვის
ნათელი ხდება,რომ ბარი აბსოლუტურად იგივე პიროვნება,ვინც გოგონები
გაიტაცა.
,,-მე ვხვდები დენის,რომ ეს შენ ხარ.ვიცი რეალურად რაშიც ჭირდები კევინს.შენ
ძლიერი,დისციპლინირებული და ჭკვიანი ხარ.შეგიძლია მენდო.შენ კარგად
იცი,რომ მე შემიძლია კევინი დავაბრუნო აქ,აქვე,მაგრამ ამას არ ვიზამ,რადგან
თქვენ შორის ქაოსი დაიწყება და თითოეული თქვენგანი გარეთ გამოაღწევს.მე კი
არ მინდა რამე დაგიშავდეთ.ახლა კი გამოტყდი,დენის,ეს შენ ხარ?
-მე სხვებს ბრბოს ვეძახდი.მე და მის პატრისია ყოველთვის გარიყულები
ვიყავით.ჩვენ არ ვართ იდეალურები,მაგრამ არც გარიყვის ღირსნი ვართ.
-მიხარია შენი ნახვა,დენის! ‘’
ეს ფილმი წარმოუდგენელი იქნებოდა ჯეიმს მაკევოის გარეშე.მიუხედავად
ფილმის იდეის უძლიერესი ჩანაფიქრისა,მაკევოი იმდენად გასაოცრად ირგებს
ერთდროულად სხვადასხვა პიროვნების როლს,რომ შეუძლებელია ბოლო
წუთამდე მოგეხსნას ერთმანეთის პარალელურად არსებული,დაძაბულობისა და
მსახიობის ოსტატობით გაოცების შეგრძნება.თითქოს თითოეულ ინდივიდს
ბოლომდე შეიგრძნობს მსახიობი.განცვიფრებას იწვევს მისი
ჟესტიკულაციები,ინტონაციები,რადიკალური ცვლილებები წამების
განმავლობაში.
უდავოდ აღსანიშნავია ბეტი ბაკლის ბრწყინვალე თამაში ფილმში.ის დოქტორი
ფლეტჩერის როლს ასრულებს.
გარდა ამისა,აუცილებლად უნდა ვახსენო ანია ტეილორი,ჰეილი რიჩარდსონი და
ჯესიკა სულა,რომლებიც გატაცებული გოგონების როლს საოცრად ირგებენ.
სწორედ ეს მსახიობები მქნიან ფილმს უფრო საინტერესოს.
ყველა საუნდრეკი ქმნის გარკვეულ განწყობას და ამძაფრებს შეგრძნებებს:
,,Somebody save us’’, ,,Last rites’’, ,,Arriva’’ ეს სიმღერები ზუსტად ერგება
კონკრეტულ მომენტებს.
ოპერატორი ერთმანეთისგან განსხვავებულ კადრებს გვთავაზობს, ცდილობს
ერთი და იგივე რაკურსი ხშირად არ გვხვდებოდეს თვალში. ასევე აღსანიშნავია
ის ფაქტი, რომ ფიანალზე მეტად საინტერესო, სიუჯეტის სწრაფი განვითარებაა.
შესაბამისად ფინალი არ ახდენს იმდენად დიდი გავლენას, მაყურებელზე.