
https://www.google.com/search?q=%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwi0oZr6-7vhAhVPaVAKHdmDBb4Q_AUIDigB&biw=1366&bih=608#imgrc=WMXmJimtBo6QwM:
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთს მოუწოდა, თუ მას სურს ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩენა, უარი თქვას რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შეძენაზე.
თურქეთის მხარე აცხადებს _ თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ეს ქვეყანა ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე მოეთხოვება.
თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მდივანმა, ომარ ჩელიქმა განაცხადა: „აშშ-ს ხელმძღვანელობა დიდი ხანია ნატო-ს აკრიტიკებდა. ახლა კი აქცენტს აკეთებენ ნატო-ს მნიშვნელობაზე. თურქეთის ნატო-ს წევრობაზე მუდმივი დავა ნატო-ს ძირითადი ღირებულებების შესახებ დავაა“.