
„სტარტაპ საქართველო” სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.
„სტარტაპ საქართველო” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4 პუნქტიან გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა. დასაშვებია ნებისმიერი სფეროს/დარგის დაფინანსება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
ინოვაციური იდეა გულისხმობს – ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების დანერგვას.
ბიზნეს იდეა უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი.
„სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული.
ეს პროექტი გამოადგება ახალბედა ბიზნესმენებს განვითარებაში და საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლაში.