sergeenko-770x417.jpg
ჩვენს ქვეყანაში ერთი საკმაოდ საინტერესო და ერთი შეხედვით სასარგებლო ინიციატივა გაჟღერდა.ამ წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულია აქვთ, ბავშვებისთვის განკუთვნილ 50 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

50 ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, თუმცა თანხის განაღდებას ვერ შეძლებს მომხმარებელი და მისი გამოყენებით მხოლოდ საკვების შეძენას შეძლებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების უმრავლესობა შესაძლოა არ ყიდულობდეს ბავშვისთვის საკვებს ისეთ ადგილას სადაც ბარათით გატარებაა შესაძლებელი რადგან ფასები საკმაოდ მაღალია და ზოგჯერ საკვენი 30 ლარზე მეტიც კი შეიძლება ღირდეს, არაფრის დასკვნა არ მინდა თუმცა ბიზნესის და ფულის კეთების ნიშნები ნამდვილად იკვეთება ამ საქმეში.
დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებით, თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც ვფიქრობ უსამართლო ფაქტებს გამოიწვევს აუცილებლად.

აღნიშნული დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

როგორც ასეთი ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა რამდენად გამართულია და რამდენად ემსახურება გაჭირვებული ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საკითხავია.
childrens-homes-hero.jpg